ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Reuters - აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა

აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა. ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ფონდმა სულ ხუთ პროექტზე გააფორმა შეთანხმება, რომელთა საერთო მოცულობა 70 მილიონი დოლარია, ხოლო მინერალების მიმართულებით დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

Reuters - აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა
Reuters - აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმაინტერპრესნიუსი

აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელის, კონორ კოულმენის განცხადებით, აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა სულ შეთანხმება ხუთ პროექტზე გააფორმა.

მისი თქმით, ამჟამად, ფონდის პროექტების საერთო მოცულობა 70 მილიონი დოლარია, ხოლო იშვიათი მინერალების სფეროში გაფორმებული პირველი შეთანხმება დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

კოულმენმა აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის მასშტაბით სამთო-მოპოვებითი პროექტების განხორციელებას დაეთმობა.

ასევე, ორი პროექტი ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის ელექტრო და გათბობის სისტემების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი მინერალების შესახებ სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი 2025 წლის აპრილში მოაწერეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.