ოთხივე გერმანული ფონდი საქართველოში იძულებული გახდა, დახურულიყო — გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო ოთხივე გერმანული პოლიტიკური ფონდი იძულებული გახდა საქმიანობა შეეჩერებინა ან ოფისი დაეხურა. ელჩმა ასევე შეეხო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო შექმნილ საფრთხეებს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დამძიმებაზე ისაუბრა.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, რომელმაც ამ პოსტზე ამა წლის აგვისტოში პეტერ ფიშერი შეცვალა, გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის გართულებულ ურთიერთობაზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ელჩი აღნიშნავს, რომ გასულ წლებში მნიშვნელოვნად დაზიანდა ის, რასაც საქართველო და გერმანია მრავალი წლის მანძილზე ერთობლივად აშენებდა.
„ოთხივე ჩვენი პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა საქმიანობა. ოთხიდან ორმა ფონდმა სულ რაღაც ორი დღის წინ იძულებით დახურა თავისი ოფისი“, — აღნიშნა ელჩმა ბარბარა ფოსმა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა თავისი წარმომადგენლობა კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში. 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისიც დაიხურა. დანარჩენი ორი ფონდია ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
გარდა ამისა, ელჩი შეეხო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის მქონე და საერთაშორისო საზოგადოებაში ყველაზე ცნობად ქართულ უნივერსიტეტს, რომელიც ახლა არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას.
„ეს მოვლენები ასევე ძაბავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მომავალ წლებში, მე პირადად მივუძღვნი ჩემს ძალისხმევას, როგორც ელჩი, იმის შენარჩუნებას, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელია“, — ამბობს გერმანიის ელჩი.
ელჩი ფოსი ხაზს უსვამს, რომ შერჩეულ სფეროებში ვალდებულებების შესრულებას განაგრძობენ. და რომ გარდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის მხარდაჭერაც, მაგალითად, გარემოსა და ბუნების დაცვის მიმართულებით.
„რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას, გერმანიასა და საქართველოს ამ სფეროში იდენტური ინტერესები და საფრთხეები აქვთ. რუსეთი ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას და ხალხის დაყოფას დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. […]
ქართველები კარგად იცნობენ იიმ ტკივილს, რაც შენს ქვეყანაში რუსეთის შემოჭრას მოაქვს. მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. იციან ისიც, რომ რუსეთი ცდილობს არა ძალთა ბალანსის დამყარებას, არამედ დომინირებას. გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, ისევე როგორც მის უფლებას, თვითონ განსაზღვროს, რა არჩევანს აკეთებს საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ჩვენ ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატო-ს ჩარჩოს მეშვეობით, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მათი თავდაცვისუნარიანობა შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ და შევიტანოთ წვლილი უსაფრთხოებაში მთელ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში“, — ამბობს ელჩი ბარბარა ფოსი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ოთხივე ჩვენი პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა საქმიანობა. ოთხიდან ორმა ფონდმა სულ რაღაც ორი დღის წინ იძულებით დახურა თავისი ოფისი“
„ეს მოვლენები ასევე ძაბავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მომავალ წლებში, მე პირადად მივუძღვნი ჩემს ძალისხმევას, როგორც ელჩი, იმის შენარჩუნებას, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელია“
„რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას, გერმანიასა და საქართველოს ამ სფეროში იდენტური ინტერესები და საფრთხეები აქვთ. რუსეთი ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას და ხალხის დაყოფას დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. […] ქართველები კარგად იცნობენ იიმ ტკივილს, რაც შენს ქვეყანაში რუსეთის შემოჭრას მოაქვს. მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. იციან ისიც, რომ რუსეთი ცდილობს არა ძალთა ბალანსის დამყარებას, არამედ დომინირებას. გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, ისევე როგორც მის უფლებას, თვითონ განსაზღვროს, რა არჩევანს აკეთებს საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ჩვენ ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატო-ს ჩარჩოს მეშვეობით, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მათი თავდაცვისუნარიანობა შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ და შევიტანოთ წვლილი უსაფრთხოებაში მთელ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.