წარედგინა პროგრამა, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, დავუფინანსებდით - კირცხალია გერმანიის ელჩს
ქართული ოცნების წარმომადგენელი ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს მიმართავს და აცხადებს, რომ ფონდებს საგრანტო პროგრამები უნდა წარედგინათ, რომლებსაც ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლიდა და დააფინანსებდა. განცხადება მოჰყვა გერმანული ფონდების მიერ თბილისის ოფისების დახურვას ახალი კანონმდებლობისა და მთავრობის უარყოფის გამო.

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს მიმართავს, რომ წარედგინათ ისეთი პროგრამები, რომელთა დაფინანსებასაც ქართული ოცნება საჭიროდ ჩათვლიდა და დაუფინასებდნენ. თუ ეს გახდა რომელიმე ფონდის დახურვის მიზეზი, ეს თავად ორგანიზაციებში უნდა მოიკითხოს.
"გერმანიის ელჩი, როგორც ვიცი, ახალი ჩამოსულია ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ცოტა დრო სჭირდება, რომ კარგად გადაავლოს მოკლე რეტროსპექტივას, პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში თვალი. კარგად შეისწავლოს და თხოვოს თავის თანამშრომლებს, რომ კარგად შეისწავლოს ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებით იმ მიმართებაში და იმ კუთხით, რა კუთხითაც ის აკეთებს ასეთ ხმამაღალ განცხადებებს, რომ იძულებული გახდა. მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომლებიც არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა დახურვის რომელიმე ორგანიზაციის [მიზეზი], ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ შემდეგ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს." - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ოთხი გერმანული ფონდი ორ ათწლეულზე მეტხანს საქმიანობდა - კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ გრანტების რუსული კანონის გამო, რაც ორგანიზაციებს ვალდებულებას უწესებს, ქართული ოცნებისგან თანხმობა მიიღონ, თბილისის ოფისს ხურავენ კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდები. ორივე ფონდი აცხადებს, რომ პროექტების დაფინანსებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, განაცხადი წარადგინეს, თუმცა, "საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, თითოეული პროგრამული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა" და ყველა აქტივობა მათთან შეეთანხმებინათ.
ფონდების განმარტებით, მათ სცადეს შეთანხმების მიღწევა, თუმცა, ორივე ორგანიზაციის განაცხადი ხელისუფლებამ 2026 წლის 28 ივლისს უარყო.
"საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა" - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
საქართველოში საქმიანობას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს
ამასთან დაკავშირებთ, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ოთხივე გერმანული ფონდი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს ევროინტეგრაციის გზაზე, "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა". ელჩის თქმით, "ეს მოვლენები ასევე აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს“.
გერმანიის ელჩი: ჩვენი ოთხივე ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქართველოში საქმიანობა
ციტატები სტატიიდან
„გერმანიის ელჩი, როგორც ვიცი, ახალი ჩამოსულია ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ცოტა დრო სჭირდება, რომ კარგად გადაავლოს მოკლე რეტროსპექტივას, პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში თვალი. კარგად შეისწავლოს და თხოვოს თავის თანამშრომლებს, რომ კარგად შეისწავლოს ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებით იმ მიმართებაში და იმ კუთხით, რა კუთხითაც ის აკეთებს ასეთ ხმამაღალ განცხადებებს, რომ იძულებული გახდა. მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომლებიც არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა დახურვის რომელიმე ორგანიზაციის [მიზეზი], ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ შემდეგ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.