ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ეს კვლევა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერებმა მედიიდან გაიგეს, თვალით არ გვინახავს" - ლაშა ფარულავა IRI-ის კვლევაზე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) არაოფიციალურად გავრცელებული კვლევის შედეგების შესახებ ოპოზიციაში განსხვავებული განცხადებები კეთდება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ პარტიამ კვლევის შესახებ მედიიდან შეიტყო და სრული ვერსია თვალით არ უნახავთ.

"ეს კვლევა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერებმა მედიიდან გაიგეს, თვალით არ გვინახავს" - ლაშა ფარულავა IRI-ის კვლევაზე
"ეს კვლევა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერებმა მედიიდან გაიგეს, თვალით არ გვინახავს" - ლაშა ფარულავა IRI-ის კვლევაზერუსთავი 2

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის შემდეგ, პარტიის უკვე სხვა წევრებიც ადასტურებენ, რომ "აირაის" კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა სამი დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებში ამტკიცებდნენ, რომ კვლევებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თინა ბოკუჩავამ კითხვაზე თავის არიდებით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეიტინგებზე ოპოზიცია ინფორმირებული იყო.

გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს - "კურიერმა" "აირაის" ევრაზიის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ ყველას კი ჯამში 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%-ია, ალოკაციით კი 55%.

"ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, IRI-ის კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, რა პერიოდშიც პარტიაში ყრილობა და შესაბამისი პირების გადარჩევა გაიმართა. მისი თქმით, პარტიას კვლევის კონკრეტული შედეგები მედიიდან შეატყობინეს და ციფრების შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კვლევის სრულ ვერსიას გაეცნობიან.

"აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა ეს კვლევა. ამ დროს კი იცით, რომ 5 აგვისტოს ჩატარდა ჩვენთან პარტიაში ყრილობა, მოხდა შესაბამისი პირების გადარჩევა. მას შემდეგ თინასთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გრძელდება, გვაქვს კოორდინაცია და ეს კვლევა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერებმა, მათ შორის თქვენგან, მედიიდან გაიგეს.

კონკრეტული ციფრები, რა თქმა უნდა, შესაფასებელია მას შემდეგ, როდესაც მთლიანად კვლევას გავეცნობით. ჩვენ ეს კვლევა თვალით არ გვინახავს", - აცხადებს ლაშა ფარულავა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა ეს კვლევა. ამ დროს კი იცით, რომ 5 აგვისტოს ჩატარდა ჩვენთან პარტიაში ყრილობა, მოხდა შესაბამისი პირების გადარჩევა. მას შემდეგ თინასთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გრძელდება, გვაქვს კოორდინაცია და ეს კვლევა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერებმა, მათ შორის თქვენგან, მედიიდან გაიგეს. კონკრეტული ციფრები, რა თქმა უნდა, შესაფასებელია მას შემდეგ, როდესაც მთლიანად კვლევას გავეცნობით. ჩვენ ეს კვლევა თვალით არ გვინახავს“
ლაშა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.