ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს... ის მომხრეებიც არ დაკარგონ" - ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე

ქართული ოცნება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სავარაუდო კვლევის შედეგები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიცია — ისტორიულ მინიმუმზე. ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი კი მათ შედეგების დამალვაში ადანაშაულებს.

"ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს... ის მომხრეებიც არ დაკარგონ" - ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე
"ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს... ის მომხრეებიც არ დაკარგონ" - ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზერუსთავი 2

მეორე დღეა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

"IRI-ის კვლევებით მიჩვეულები ვართ, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველთვის გაცილებით ნაკლებს უწერენ ხოლმე, ვიდრე რეალობაა და ვიდრე შემდეგ არჩევნები ამას ადასტურებს. თუმცა ის სხვაობა, რაც კვლევაში არის დატანილი ჩვენსა და მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას შორის ცხადყოფს იმ რეალობას რაც გვაქვს სახეზე. ქართველი ხალხი უარს ეუბნება აგენტურას და უარს ეუბნება უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მართვას და უარს ეუბნება ჩვენი ქვეყნის მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირებას. ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას მყარ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნებთ საქართველოს თავის ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით. ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს, რომელიც ძალიან ცოტა ჰყავთ დარჩენილი, ის მომხრეებიც რომ არ დაკარგონ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„IRI-ის კვლევებით მიჩვეულები ვართ, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველთვის გაცილებით ნაკლებს უწერენ ხოლმე, ვიდრე რეალობაა და ვიდრე შემდეგ არჩევნები ამას ადასტურებს. თუმცა ის სხვაობა, რაც კვლევაში არის დატანილი ჩვენსა და მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას შორის ცხადყოფს იმ რეალობას რაც გვაქვს სახეზე. ქართველი ხალხი უარს ეუბნება აგენტურას და უარს ეუბნება უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მართვას და უარს ეუბნება ჩვენი ქვეყნის მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირებას. ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას მყარ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნებთ საქართველოს თავის ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით. ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს, რომელიც ძალიან ცოტა ჰყავთ დარჩენილი, ის მომხრეებიც რომ არ დაკარგონ,“
ლევან მაჭავარიანი
„ყოველთვის გაცილებით ნაკლებს უწერენ ხოლმე, ვიდრე რეალობაა და ვიდრე შემდეგ არჩევნები ამას ადასტურებს. თუმცა ის სხვაობა, რაც კვლევაში არის დატანილი ჩვენსა და მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას შორის ცხადყოფს იმ რეალობას რაც გვაქვს სახეზე. ქართველი ხალხი უარს ეუბნება აგენტურას და უარს ეუბნება უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მართვას და უარს ეუბნება ჩვენი ქვეყნის მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირებას. ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას მყარ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნებთ საქართველოს თავის ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით. ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს, რომელიც ძალიან ცოტა ჰყავთ დარჩენილი, ის მომხრეებიც რომ არ დაკარგონ,“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.