ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები პატრიარქ შიო III-სთან მიღებაზე იმყოფებოდნენ

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს საიუბილეო ჯვრები გადაეცათ.

ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები პატრიარქ შიო III-სთან მიღებაზე იმყოფებოდნენ
ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები პატრიარქ შიო III-სთან მიღებაზე იმყოფებოდნენალია

ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ

“ამა წლის 2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონი იოანე და ქალბატონი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა, ბატონი ზურაბ ძიძიგური და ქალბატონი ლალი ვაშაკიძე.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრები დალოცა და საჩუქრად საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები გადასცა” – წერს საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.