პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს, რომელიც მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ შვილის აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდა.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გავლენიანი კავშირების გამოყენებით მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა.

"დაკავებულმა მამაკაცს მოთხოვნილი თანხა გამოართვა და თაღლითურად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიშსს: დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები