პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო. მან სპორტსმენებს ქრისტიანული ფასეულობების გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
რუსთავი 2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამ მთელ ქვეყანას დიდი სიხარული მოუტანა. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების რწმენასა და იმ საჯარო მაგალითზე, რომელსაც ისინი მოედანზე ქრისტიანული ფასეულობების გამოხატვით აჩვენებენ. მან ნაკრების წევრებს სულიერი დარიგებაც მისცა და სპორტულთან ერთად სულიერ სარბიელზე გამარჯვება უსურვა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან კობიაშვილმა პატრიარქს მხარდაჭერისა და დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გუნდი კარგად აცნობიერებს ახალგაზრდა თაობის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას და სამომავლო წარმატებებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა კახა ჭუმბურიძემ კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ეროვნული ნაკრებისა და ფედერაციის სახელით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურა. მისი თქმით, გუნდისთვის პატრიარქისა და სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევა უმნიშვნელოვანესია, ხოლო საპატრიარქოში სტუმრობა მათთვის უდიდესი ბედნიერება და პატივია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები