ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

დიდი შვიდეული ბაზარზე დიზელისა და ნავთობის 100 მილიონ ბარელს გამოიტანს

დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, ბაზარზე საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონამდე ბარელი ნავთობი და დიზელი გამოიტანონ საწვავზე ფასების ზრდის შესაფერხებლად.

დიდი შვიდეული ბაზარზე დიზელისა და ნავთობის 100 მილიონ ბარელს გამოიტანს
დიდი შვიდეული ბაზარზე დიზელისა და ნავთობის 100 მილიონ ბარელს გამოიტანსრუსთავი 2

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად, საწვავზე ფასების ზრდის შესაფერხებლად, დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, ბაზარზე საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონამდე ბარელი ნავთობი და დიზელი გაიტანონ, - წერს მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ G7-ის ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ელისის სასახლემ გამოაქვეყნა.

მარაგებს, ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააკონტროლებს, პროცესი კი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში განხორციელდება.

"ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს IEA-ს მეშვეობით 100 მილიონი ბარელის კოორდინირებული გამოშვებით, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხ თვეს გაგრძელდება. ეს მოიცავს პერიოდის დასაწყისშივე - პირველი 20 დღის განმავლობაში - G7-ის წევრებისა და პარტნიორების მიერ დიზელის საწვავის გამოშვებას", - ნათქვამია განცხადებაში.

G7-ის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ვალდებულება, თავი შეიკავონ G7-ის ქვეყნებს შორის ენერგიისა და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებისგან და მოუწოდეს მწარმოებლებს, თავი შეიკავონ ისეთი აკრძალვების შემოღებისგან, რამაც შესაძლოა ბაზარზე დაძაბულობა გამოიწვიოს.

აიღეს ვალდებულება, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და პარალელურად ითანამშრომლონ IEA-სთან და პარტნიორებთან, რათა თავიდან აიცილონ უარყოფითი შედეგების შემდგომი გავრცელება საწვავის, გაზისა და სხვა სასაქონლო ბაზრებზე.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა შტატებმა დააყენა საკითხი დიზელის საწვავის ექსპორტზე შესაძლო აკრძალვის დაწესების შესახებ.

გლობალური საწვავის მიწოდების საკითხების განსახილველად, G7-ის ლიდერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის ფარგლებში საგანგებო ვიდეოკონფერენცია გამართეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ ბაზარზე მათი დიზელის საწვავის მარაგების მასიურ გამოშვებაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს IEA-ს მეშვეობით 100 მილიონი ბარელის კოორდინირებული გამოშვებით, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხ თვეს გაგრძელდება. ეს მოიცავს პერიოდის დასაწყისშივე - პირველი 20 დღის განმავლობაში - G7-ის წევრებისა და პარტნიორების მიერ დიზელის საწვავის გამოშვებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.