ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

დონალდ ტრამპმა გერმანიასა და საფრანგეთს შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დაუწესოს, თუ ბერლინი და პარიზი დიზელის მარაგებს არ შეამცირებენ - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა გერმანიასა და საფრანგეთს, შეამცირონ საგანგებო შემთხვევისთვის შექმნილი დიზელის მარაგები მსოფლიო ფასების შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესოს.

დონალდ ტრამპმა გერმანიასა და საფრანგეთს შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დაუწესოს, თუ ბერლინი და პარიზი დიზელის მარაგებს არ შეამცირებენ - Reuters
დონალდ ტრამპმა გერმანიასა და საფრანგეთს შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დაუწესოს, თუ ბერლინი და პარიზი დიზელის მარაგებს არ შეამცირებენ - Reutersრუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, შეამცირონ დიზელის მარაგები, რომელიც საგანგებო შემთხვევისთვის შეიქმნა, რათა ხელი შეუწყონ საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესოს. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვას, რათა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ შეერთებულ შტატებში საწვავის ფასები შეამციროს. ეს გაფრთხილება აშშ-ის მიერ ევროპაზე ზეწოლის გამკაცრებაზე მიუთითებს. ირკვევა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებით უკმაყოფილოა საფრანგეთით და გერმანიით.

ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, ამ ქვეყნებმა სრულად არ შეასრულეს ვალდებულებები საგანგებო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების ბაზარზე გამოტანის შესახებ.

Reuters-ი წერს, ევროპა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული აშშ-დან საწვავის მიწოდებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსული იმპორტი აიკრძალა და ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომმა ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მიწოდება შეაფერხა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.