ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე ოთხი თვის განმავლობაში 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ
ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენინტერპრესნიუსი

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები კოორდინირებულად მუშაობაზე შეთანხმდნენ დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა სამ რამეზე: უფრო მოქნილი გახადონ წარმოება, რათა მაქსიმალურად გაზარდონ წარმოება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე; ოთხი თვის განმავლობაში ბაზარზე გაიტანონ 100 მილიონამდე ბარელი, პარტნიორებთან ერთად და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინაციის ქვეშ; მოერიდონ ზომებს, რომლებიც შეზღუდავდა ენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაცვლას პარტნიორ ქვეყნებს შორის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: G7-ის ქვეყნები 100 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ - გადაწყვეტილება დიზელთან დაკავშირებით აშშ-ის ზეწოლის ფონზე მიიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები