პენიტენციურის ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს იმას, რასაც პატიმარი ჰყვება – ლომჯარია
საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის პატიმრის მიერ სასამართლოში მოყვანილ დეტალებს უფრო ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს. პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მასზე სამარტოო საკანში სექსუალურად იძალადეს.

“საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება:
თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს.
რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს“
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.