ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აშშ-ის მსგავსად G7-ის წევრები 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ ბაზრის სტაბილიზაციისთვის

G7-ის ქვეყნების ლიდერები ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან კოორდინაციით შეთანხმდნენ, სტრატეგიული მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გამოყონ ბაზრის სტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებული ყურადღება კი დიზელის საწვავის დეფიციტს დაეთმობა.

აშშ-ის მსგავსად G7-ის წევრები 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ ბაზრის სტაბილიზაციისთვის
აშშ-ის მსგავსად G7-ის წევრები 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ ბაზრის სტაბილიზაციისთვისრადიო თავისუფლება

G7-ის ქვეყნების ლიდერები ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან (IEA) კოორდინაციით შეთანხმდნენ, სტრატეგიული მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გამოყონ. მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ნათქვამია G7-ის ერთობლივ განცხადებაში. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიზელის საწვავის დეფიციტს. დიზელის მნიშვნელოვანი მოცულობის გამოთავისუფლება პირველი 20 დღის განმავლობაში იგეგმება. უახლოეს დღეებში G7-ის ქვეყნები IEA-ს ფარგლებში ასევე განიხილავენ რეზერვებიდან დიზელის დამატებითი მიწოდების შესაძლებლობას. IEA-ს დაევალა მიღებული ზომების შედეგების შეფასება და პირველი ანგარიშის წარდგენა 20 დღის ვადაში.

გარდა ამისა, G7-ის მონაწილეებმა იკისრეს ვალდებულება, არ დააწესონ ენერგორესურსების ექსპორტის შეზღუდვები ერთმანეთის წინააღმდეგ და სხვა მწარმოებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ისეთი აკრძალვებისგან, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე დაძაბულობის გაზრდა შეუძლია.

მანამდე, 29 სექტემბერს, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან 40 მილიონ ბარელამდე ნავთობს გამოყოფს. როგორც Reuters-ი იუწყებოდა წყაროებზე დაყრდნობით, მოგვიანებით აშშ-მა საფრანგეთსა და გერმანიას მოსთხოვა, გლობალური ფასების შემცირების მიზნით დიზელის საწვავის საგანგებო მარაგების გამოყენება დაიწყონ.

მარტში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) 32-მა წევრმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას სტრატეგიული მარაგებიდან რეკორდული 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფაზე, ირანში ომის გამო ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდასთან საბრძოლველად. ამასთან, მიწოდების ძირითად ნაწილს აშშ უზრუნველყოფს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.