ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ტრამპის ზეწოლის შემდეგ G7 საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონ ბარელ საწვავს გამოუშვებს

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი დიზელისა და ნედლი ნავთობის გამოშვებაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა უძღოდა წინ.

ტრამპის ზეწოლის შემდეგ G7 საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონ ბარელ საწვავს გამოუშვებს
ტრამპის ზეწოლის შემდეგ G7 საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონ ბარელ საწვავს გამოუშვებსტაბულა

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა 2 ოქტომბერს საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი დიზელისა და ნედლი ნავთობის გამოშვებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა უძღოდა წინ. მათ ასევე პირობა დადეს, რომ ენერგორესურსების ექსპორტს არ შეზღუდავენ.

მანამდე აშშ ევროკავშირს დიზელის საგანგებო მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდებდა და აფრთხილებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დიზელის ექსპორტს აკრძალავდა.

Reuters-ის ცნობით, ევროპა ამერიკულ დიზელზე სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული, ამიტომ, მსგავს აკრძალვას მისთვის მიწოდების შემცირება და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი შეეძლო გამოეწვია.

შეთანხმების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დიზელის ექსპორტს არ აკრძალავს. მან ასევე თქვა, რომ ეს გეგმა რეალურად არც განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ორი კვირის განმავლობაში აკრძალვის შესაძლებლობაზე თავად არაერთხელ ისაუბრა და იდეას მხარიც დაუჭირა.

G7-ის განცხადებით, მარაგების გამოშვება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან (IEA) კოორდინაციით დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხ თვეს გაგრძელდება. დიზელის მნიშვნელოვანი მოცულობა წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა პირველი 20 დღის განმავლობაში უნდა გამოუშვან. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყანა რა რაოდენობის ნავთობსა და საწვავს გამოუშვებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.