პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაზრდილია. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც ისაუბრეს ანაკლიის პორტსა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.

მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი
ინტერპრესნიუსი

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში საუბარი შედგა, ზოგადად, იმ გეგმაზე და ხედვაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ტრანსპორტის მინისტრთან, კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ადგილობრივ უმსხვილეს კორპორაციებთან და კომპანიებთან ტრანსპორტის, გადაზიდვების, პორტის ოპერირების, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში. ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი
  4. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი - შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები