პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუმინეთში, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გააჩინა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე, ტულჩის ოლქის სოფელ პლაურუსთან, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუმინეთში, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გააჩინა
ტაბულა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 ოქტომბრის გამთენიისას, ქვეყნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გააჩინა.

"2 ოქტომბრის ღამეს ჩვენმა რადარული დაკვირვების სისტემამ დააფიქსირა დრონებით მორიგი თავდასხმა, რომლის სამიზნე უკრაინაში არსებული სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურა იყო - რუმინეთთან მდინარის გასწვრივ გამავალი საზღვრის მიმდებარედ, ტულჩის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.

დაახლოებით, 05:00 საათზე, ტულჩის ოლქში, სოფელ პლაურუს ტერიტორიაზე, დაფიქსირდა ობიექტის, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რამაც ხანძარი გააჩინა. შემთხვევას მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია". - წერია განცხადებაში.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები