ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდა

ნატო

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სუჩავის ჟუდეცში დრონი ჩამოვარდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხ დასახლებაში სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი და მატერიალური ზარალი არ ყოფილა. უკრაინა-რუმინეთის საზღვართან დრონების აქტივობის გამო ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ, ასევე მოლდოვის საჰაერო სივრცე დრონებმა დაარღვიეს.

მედია - რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდა
მედია - რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდაინტერპრესნიუსი

რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Digi24 ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი სუჩავის ჟუდეცში, სოფელ სოლცას მახლობლად ტყეში ჩამოვარდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ოთხი დასახლებული პუნქტის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონის ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი არ გაჩენილა.

„სამიზნე ეროვნულ საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია“, - განაცხადა უწყებამ.

უკრაინა-რუმინეთის საზღვართან დრონების აქტივობის გამო, 24 სექტემბრის ღამეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.

ასევე, დღეს დილით მოლდოვის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, ოთხმა დრონმა დაარღვია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამიზნე ეროვნულ საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაზე რუსეთის შეტევისას დრონები მოლდოვასა და რუმინეთში შეიჭრნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები