პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო

ნატო

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16-მა შავი ზღვის თავზე, საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო. მომხდარის შესახებ რუმინეთმა ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს უკვე შეატყობინა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო
ინტერპრესნიუსი

რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შავი ზღვა კვლავ უსაფრთხო იქნება. რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16-მა ორი საჰაერო დრონი ჩამოაგდო, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ შავი ზღვის თავზე.

სამხედროებმა შეგვატყობინეს, რომ პირველი დრონი ჩვენს საჰაერო სივრცეში 17:59 საათზე შემოიჭრა და 2 წუთის განმავლობაში იქნა ჩამოგდებული სულინადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ის დაშორებით.

მეორე დრონი, იგივე რაიონში, ჩამოგდებულ იქნა 18:05 საათზე, საჰაერო სივრცეში შეჭრიდან 4 წუთის შემდეგ, სულინადან აღმოსავლეთით 20 კმ-ის დაშორებით,” - ნათქვამია განცხადებაში.

რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უკვე შეატყობინეს ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორუმინეთის საჰაერო ძალებმა ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
  2. იმედინიუსისამთავრობოშავ ზღვაზე დრონების ჩამოგდების შემდეგ რუმინეთი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები