მთავრობისადმი ნდობის საკითხი ბევრ რამეზე მიუთითებს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან არსებობს ორმაგი სტანდარტები - გიორგი კახიანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ქვეყნის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ეფექტიანად ფუნქციონირებს და საქართველოსთან დაკავშირებით ხშირად ორმაგი სტანდარტები არსებობს.

მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. ამასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" შეფასებები კეთდება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, აღნიშნული კვლევა მიუთითებს, რომ მთავრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით ფუნქციონირებს ეფექტიანად
"ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთავრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით ფუნქციონირებს ეფექტიანად და მაშინ, როდესაც ვისმენთ პრეტენზიებს ქვეყნის გარედან და ეს კითხვები არის შეგნებულად წამოჭრილი, აი ამ კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესი არის იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში.
მთავრობისადმი ნდობის საკითხი, რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან არსებობს ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე დამოკიდებულება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ევროკომისიის კვლევის შედეგები მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოაქვეყნა. ევრო ბარომეტრის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ლუქსემბურგთან, დანიასთან, მონტენეგროსთან და ავსტრიასთან ერთად მოხვდა.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთავრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით ფუნქციონირებს ეფექტიანად და მაშინ, როდესაც ვისმენთ პრეტენზიებს ქვეყნის გარედან და ეს კითხვები არის შეგნებულად წამოჭრილი, აი ამ კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესი არის იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში. მთავრობისადმი ნდობის საკითხი, რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან არსებობს ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე დამოკიდებულება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.