ამ აქციამაც ის ანახა, რომ ის 5%-იც, რომელიც IRI-მ დაუწერა "ნაციონალურ მოძრაობას," ესეც კი გადაჭარბებულია - შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ აქციაზე მოსულთა მცირე რაოდენობა IRI-ს კვლევის შედეგების სისწორეს ადასტურებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. "ქართული ოცნების" გამარჯვების მე-14 წლისთავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის მეხუთე წლისთავი საპროტესტო აქციით აღნიშნა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობა მიუთითებს იმ შედეგებს, რაც IRI-მ გამოიკვლია.
"მე მგონი, ამ აქციამაც ის ანახა, რომ ის 5%-იც, რომელიც IRI-მ დაუწერა "ნაციონალურ მოძრაობას," ესეც კი გადაჭარბებული არის. ნახეთ, ხომ, რასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახა ის IRI-ს კვლევის შედეგების რაღაც პროპორციული თანაფარდობა, ეს თანაფარდობის სისწორე. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რომელ მხარეს დგას.
ქართველი ხალხი დგას საქართველოს, მისი ინტერესების და მისი ხელისუფლების მხარეს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე-პატიმრის მხარეს, რომელსაც საქართველოში არეულობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება უნდოდა. ამის გამო, დადასტურებულად ვიცით, რომ შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებულ ადამიანს აქციას რომ მიუძღვნი, ჯერ იქ ვინც მივიდა, იმათ რა ვუთხარი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებით შემოპარებული ადამიანის საკითხზე აქციაზე მიდიან, მაგრამ ის, რომ მივიდნენ რამდენიმე ათეული ადამიანი და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი ძალიან საღად უყურებს მოვლენებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ესეც კი გადაჭარბებული არის. ნახეთ, ხომ, რასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახა ის IRI-ს კვლევის შედეგების რაღაც პროპორციული თანაფარდობა, ეს თანაფარდობის სისწორე. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რომელ მხარეს დგას. ქართველი ხალხი დგას საქართველოს, მისი ინტერესების და მისი ხელისუფლების მხარეს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე-პატიმრის მხარეს, რომელსაც საქართველოში არეულობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება უნდოდა. ამის გამო, დადასტურებულად ვიცით, რომ შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებულ ადამიანს აქციას რომ მიუძღვნი, ჯერ იქ ვინც მივიდა, იმათ რა ვუთხარი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებით შემოპარებული ადამიანის საკითხზე აქციაზე მიდიან, მაგრამ ის, რომ მივიდნენ რამდენიმე ათეული ადამიანი და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი ძალიან საღად უყურებს მოვლენებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.