ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

მუნიციპალური განვითარების ფონდი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხები, უსაფრთხო გარემოში სწავლის გაგრძელება და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართესრუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის

უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს და არსებული შენობის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ექსპერტთა შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.