ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს ტყუილია. სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, იმ ადგილზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სკოლების დემონტაჟისა და მათ ადგილას სხვა შენობების აშენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცრუა. მისი თქმით, დემონტაჟის შემდეგ ყველა ადგილზე თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება. 21-ე საჯარო სკოლის საკითხზე მინისტრი მშობლებს, პედაგოგებსა და დირექტორს შეხვდა და სამუშაოების დაჩქარებაზე ისაუბრა.

გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს ტყუილია. სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, იმ ადგილზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლა
გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს ტყუილია. სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, იმ ადგილზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლარუსთავი 2

„სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება — ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იქნება ეს 21-ე საჯარო სკოლა თუ სხვა, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.

ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რაიმე სხვა აშენდა. არ არსებობს ასეთი რამ“, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 21-ე საჯარო სკოლის მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დასწრებით ფორმატში აღდგეს.

„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის 21-ე საჯარო სკოლაში აღდგეს სწავლა-სწავლების პროცესი.

ჩვენი სამინისტროს შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ თხოვნით, რომ ეს სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს.

დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, შევხვდით 21-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობლებს, პედაგოგებს და განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სასწავლო წლის ბოლომდე მივიყვანოთ სწავლა-სწავლების პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სამუშაოები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ამაზე დღეს გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი საუბარი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მოვისმინეთ მშობლების პოზიციები და ჩვენც დეტალურად გავაცანით მიღებული დასკვნები.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, არაფერი გვაქვს დასამალი საზოგადოებისგან და მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ბავშვებს, პედაგოგებს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათი სწავლის გაგრძელებას.

განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა თხოვნა, რომ იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან, მშენებლებთან და ექსპერტებთან ერთად, ესტუმრა სკოლას და დაათვალიერა შენობის დაზიანებები.

შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება — ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იქნება ეს 21-ე საჯარო სკოლა თუ სხვა, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რაიმე სხვა აშენდა. არ არსებობს ასეთი რამ“
გივი მიქანაძე
„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის 21-ე საჯარო სკოლაში აღდგეს სწავლა-სწავლების პროცესი. ჩვენი სამინისტროს შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ თხოვნით, რომ ეს სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, შევხვდით 21-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობლებს, პედაგოგებს და განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სასწავლო წლის ბოლომდე მივიყვანოთ სწავლა-სწავლების პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სამუშაოები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ამაზე დღეს გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი საუბარი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მოვისმინეთ მშობლების პოზიციები და ჩვენც დეტალურად გავაცანით მიღებული დასკვნები. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, არაფერი გვაქვს დასამალი საზოგადოებისგან და მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ბავშვებს, პედაგოგებს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათი სწავლის გაგრძელებას. განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა თხოვნა, რომ იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან, მშენებლებთან და ექსპერტებთან ერთად, ესტუმრა სკოლას და დაათვალიერა შენობის დაზიანებები. შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“
გივი მიქანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.