ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

მუნიციპალური განვითარების ფონდისსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სკოლების ვითარება და ინფრასტრუქტურული გამოწვევები განიხილეს.

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო სკოლების ამჟამინდელი ვითარება, ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) დირექტორი გიორგი შონია, მგფ-ის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე ირაკლი ლიჩელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები