გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორებთან უმაღლესი და პროფესიული განათლების დაახლოებისა და ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის გეგმები განიხილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი და პროფესიული განათლების დაახლოების, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერებაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.