ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე ისლანდიის რეფერენდუმზე: „ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, როდესაც

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისლანდიის რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა ბრექსიტის შემდეგ უდიდესი დარტყმაა ევრობლოკისთვის. მისი თქმით, ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკრატიაზე, დირექტივებსა და მიგრაციულ კვოტებზე.

გია აბაშიძე ისლანდიის რეფერენდუმზე: „ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, როდესაც
გია აბაშიძე ისლანდიის რეფერენდუმზე: „ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, როდესაცPOSTV

„ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, როდესაც აწყობილი, კარგად მცხოვრები ქვეყანა ევროკრატიაზე უარს ამბობს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ისლანდიის რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, ევრობლოკისთვის, როდესაც აწყობილი, კარგად მცხოვრები ქვეყანა ამბობს უარს გაწევრიანებაზე. ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკრატიაზე. ფსევდოლიბერალების ე.წ. ნარატივი, რომელსაც აქაც იმეორებენ – თითქოს ყველაფერი თევზისა და თევზჭერის გამო მოხდა – სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მრავალი კომპონენტისგან შემდგარი უარი, როდესაც დამოუკიდებელმა, თვითკმარმა ისლანდიამ, რომელსაც არ ჰყავს არც რეგულარული შეიარაღებული ძალები და არც სანაპირო დაცვა, უარი თქვა ევროკრატიაზე. ევროკრატია ხომ მხოლოდ თევზჭერა არ არის – იქ მრავალი დირექტივა და პოლიტბიუროს ტიპის ინსტრუქციაა. აი, ამაზე თქვეს უარი.

გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ ეს ყველაფერი და იციან ის მაგალითი, რაც ბრიტანეთში ათი წლის წინ მოხდა (ბრექსიტი ზუსტად ათი წლის წინ იყო), ზუსტად იგივე გააკეთეს: არ გვინდა, ჩვენთვის ვიქნებით, აწყობილი გვაქვს ეკონომიკა, არც თქვენი დირექტივები გვინდა და არც ის, რომ მიგრაციული კვოტები გავითვალისწინოთო. ეს დიდი გალაწუნება იყო ევროკრატიისთვის, რომელიც სუვერენულ ქვეყნებს ებრძვის და სისულელეებს ტირაჟირებს“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, როდესაც აწყობილი, კარგად მცხოვრები ქვეყანა ევროკრატიაზე უარს ამბობს“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პეტრე მამრაძე ისლანდიის რეფერენდუმზე: „ეს არის ღია გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები