პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ, თუმცა ვერც „საიდუმლო სერობებით“ და ვერც გრანტების გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.

გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ
იმედინიუსი

ცეცხლმოკიდებული ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მარგინალური ნაცოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ — მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც შესაძლოა მალე სამართლიანად აიკრძალოს, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ვერც "საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს საქართველოში ვერ მიაღწევს.

„ცეცხლმოკიდებული ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მარგინალური ნაცოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ — მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც შესაძლოა მალე სამართლიანად აიკრძალოს.

რა არის ასეთი ხშირი რანდევუების მიზეზი? სად გაქრა არაფორმალური დიპლომატიური წესი, რომლის მიხედვითაც დასავლეთის საელჩოები არ ხვდებიან საარჩევნო ორგანოებში არაწარმოდგენილ, ურეიტინგო და, რაც მთავარია, ექსტრემიზმის დღის წესრიგის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს?

ირონიულად რომ ვთქვათ, იქნებ, ევროპელ ელჩებს ნაცაკაცუკების ხელისუფლებასთან ბრძოლის ნოუ-ჰაუ აინტერესებთ, რათა მერე თავიანთ დედაქალაქებში უპატაკონ, როგორ დაიცვან თავი ადგილობრივი რადიკალების შეტევებისგან?

სერიოზულად კი — ვერც „საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს. უბრალოდ, ფართხალებენ.“ - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: ვერც "საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით, ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ ფართხალებენ
  2. POSTVსამთავრობოგია აბაშიძე: “ვერც „საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს. უბრალოდ, ფართხალებენ”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას "ევროპულ ღირებულებებს" უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: "თქვენ მოკვდებით" და ჰგონიათ, ასეთი გზავნილებით და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები