ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – „ტრამპთაუერ თბილისის“ მსგავსი პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ

მარიამ ქვრივიშვილმა „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტები აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის მიმართ და ინვესტორებს მკაფიო სიგნალს უგზავნის. მისი თქმით, პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მარიამ ქვრივიშვილი – „ტრამპთაუერ თბილისის“ მსგავსი პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ
მარიამ ქვრივიშვილი – „ტრამპთაუერ თბილისის“ მსგავსი პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართპირველი არხი

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი უკვე დღეიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპის ორგანიზაციას და პროექტის პარტნიორებს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის პარტნიორებს: ტრამპის ორგანიზაციას, „არქი“ ჯგუფს, ინვიას და საფირ ორგანიზაციას საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის პარტნიორებს: ტრამპის ორგანიზაციას, „არქი“ ჯგუფს, ინვიას და საფირ ორგანიზაციას საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები