ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს მზარდი ტენდენციაა. მან ასევე ისაუბრა 2021-2025 წლების ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ-ს მაჩვენებლებზე და უცხოურ ინვესტიციებზე.

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდიარუსთავი 2

"საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის.

"2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე რეკორდულ, 10 300 დოლარამდე გაიზარდა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს. ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15 პროცენტზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი სწორედ ამ ზრდის ახალი ეტაპია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები