ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Trump Tower Tbilisi საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტურია - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პროექტი საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობისა და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი დასტურია.

Trump Tower Tbilisi საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტურია - მარიამ ქვრივიშვილი
Trump Tower Tbilisi საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტურია - მარიამ ქვრივიშვილიBM.GE

„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს საქართველოსადმი გამოჩენილი ნდობისა და მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის.

„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მისი მასშტაბითა და განვითარების არეალით არ შემოიფარგლება.

„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა“
მარიამ ქვრივიშვილი
„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“
მარიამ ქვრივიშვილი
„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პრემიერი: Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 000 კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები