პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს განსაკუთრებული ადგილი უკავია და მათზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის.

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის
POSTV

„საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ ორ სფეროზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის.

„2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს – 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე რეკორდულ, 10 300 დოლარამდე გაიზარდა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს. ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15 პროცენტზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი სწორედ ამ ზრდის ახალი ეტაპია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – „ტრამპთაუერ თბილისის“ მსგავსი პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები