ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

რა ვიცით აშშ-ს მიერ სანქცირებულ კომპანიაზე, რომლის მისამართადაც სიაში თბილისია მითითებული

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულ სუბიექტთა სიაში შეყვანილი გემების მართვის კომპანია Fluxus Marine Inc-ის ერთადერთ მისამართად ამჟამად თბილისია მითითებული. კომპანია აშშ-მ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გარიგებების გამო დაასანქცირა.

რა ვიცით აშშ-ს მიერ სანქცირებულ კომპანიაზე, რომლის მისამართადაც სიაში თბილისია მითითებული
რა ვიცით აშშ-ს მიერ სანქცირებულ კომპანიაზე, რომლის მისამართადაც სიაში თბილისია მითითებულიტაბულა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულ სუბიექტთა სიაში გემების მართვის კომპანია Fluxus Marine Inc-ია შეყვანილი, რომლის ერთადერთ მისამართად ამჟამად მითითებულია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 37.

კომპანიის მონაცემები OFAC-მა 1 ოქტომბერს განაახლა და ჩანაწერიდან ყაზახური მისამართი ამოიღო. მანამდე სიაში Fluxus Marine Inc-ის ორი მისამართი იყო მითითებული – ერთი ყარაგანდაში, ყაზახეთში, ხოლო მეორე – თბილისში. ცვლილების შემდეგ კი სიაში მხოლოდ თბილისის მისამართი დარჩა.

Fluxus Marine Inc 2021 წელს დაფუძნებული გემების მართვის კომპანიაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მას კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ნედლი ნავთობის ტანკერის, VETER-ის, კომერციულ მმართველად ასახელებდა.

აშშ-მ Fluxus Marine Inc სანქციების სიაში 2026 წლის 6 თებერვალს შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, VETER-მა 2025 წელს ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობი, სულ მცირე, ერთხელ გადაზიდა.

ვაშინგტონმა კომპანია ირანული ნავთობის შეძენასთან, გაყიდვასთან, ტრანსპორტირებასა ან მარკეტინგთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გარიგებაში შეგნებულად მონაწილეობის გამო დაასანქცირა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.