აშშ-მა ირანისთვის ფულის გათეთრებასთან კავშირისთვის ირანული კომპანიის ქართული აქტივები შეიტანა სანქციების სიაში
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების სიაში მოხვდა ირანისთვის ფულის გათეთრების ქსელთან დაკავშირებული კომპანია FLUXUS MARINE INC, რომლის ქართული აქტივები და საბანკო ანგარიშებიც სანქციებს დაექვემდებარა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ირანისთვის ფულის გათეთრების გლობალური ქსელის მონაწილე კომპანიების სანქცირების თაობაზე. გამოქვეყნებულ სიაში მითითებულია კომპანია FLUXUS MARINE INC რომელიც 2021 წელს ირანში არის რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის სფეროდ ყაზახეთი და საქართველო არის მითითებული და მისი ოფისი ილია ჭავჭავაძის #37-ში არის მითითებული. შესაბამისად, სანქციები აღნიშნული კომპანიის ქართულ საბანკო ანგარიშებზე და სხვა აქტივებზეც ვრცელდება.
გარდა აღნიშნული კომპანიისა, OFAC-ის სიაში მოხვდნენ გერმანიაში; ჩინეთში; ყაზახეთში; არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიებიც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.