ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ახლანდელი ოცნების 99 პროცენტს ვერ გილოცავთ, რადგან არ ვიცი 2012 წელს ნაცების რომელ კუთხეში იჯექით”– ლიკა გამრეკელი

ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს იხსენებს, საუბრობს იმ პერიოდის ემოციებზე, პატიმრების მდგომარეობაზე და იმედგაცრუებაზე, აღნიშნავს რა, რომ ახლანდელი „ოცნების“ 99 პროცენტს ვერ ულოცავს მოლოცვას, რადგან არ იცის ისინი 2012 წელს „ნაცების“ რომელ კუთხეში იყვნენ.

“ახლანდელი ოცნების 99 პროცენტს ვერ გილოცავთ, რადგან არ ვიცი 2012 წელს ნაცების რომელ კუთხეში იჯექით”– ლიკა გამრეკელი
“ახლანდელი ოცნების 99 პროცენტს ვერ გილოცავთ, რადგან არ ვიცი 2012 წელს ნაცების რომელ კუთხეში იჯექით”– ლიკა გამრეკელიალია

ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:

2012 წლის 1 ოქტომბერი, მახსოვს სერი ამინდი იყო, დილის 6ზე ერთი კორპუსის წინ გველოდებოდა 7-10 მანქანა თითო-თითოდ ჩავსხედით გოგოები და ბიჭები, ყველა ღამენათევი. ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით ბოლომდე, რა გველოდა წაგების შემთხვევაში, მიჩვეულები ცემა-ტყეპას, დაჭერებს, სისხლიან ერთმანეთს, წავედით არჩევნებზე. მე ძველი ორთაჭალის ციხეში ვაკვირდებოდი არჩევნებს, სადაც ადმინისტრაცია იჯდა.

დაახლოებით საღამოს 7საათზე დამირეკა ჯაბა ვაზაგაშვილმა და გილოცავო ყვიროდა, მე საარჩევნო უბანზე დაძაბული რა დროს მოლოცვაა ხო არ გაგიჟდითქო, ჩემი არ სჯერაო და მიაწოდა ტელეფონი იური ბიძიას და მესმის “მამიიი მოვიგეეთ”! ეს იყო დასაწყისი მთელი ერის ზეიმის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! მახსოვს მანქანის კოლონები და ფანჯრებზე მსხდომი ახალგაზრდები, პირველი სადაც წავედით მთელი სამეგობრო გლდანის ციხე იყო, ყველგან შუქები თუ სანთლები ენთო და ჩვენ შეძახილებით და სიგნალებით ვახარეთ გადარჩენა პატიმრებს. დილით მოვედი სახლში სამი ღამის უძინარი სულ სველი შამპანიურით და უზომო იმედით რომ ახალი სამართლიანი ცხოვრება მოვიდა. მერე რაც მოხდა და ხდება ყველამ ვიცით, არ დადგა ნათელი და სამართლის აღმსრულებელი მომავალი მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა პირადად ჩემთვის მოცემული პირობა ნათლად და 100%-ით შეასრულა!

მიყვარს ეს დღე იმიტომ, რომ მე ესეთი ბედნიერი ქალაქი არასდროს მინახავს!

ყველა ვზეიმობდით, უცხო ადამიანები ერთმანეთს ვეხუტებოდით და ჩვენ კი, ერთ სამეგობროს, უბრალოდ გვიხაროდა რომ სიკვდილს გადავრჩით.

გილოცავთ მათ, ვინც იცით, რომ სიკვდილს ნადვილად გადავრჩით.

ძალიან ვწუხვარ, რომ მონობაში დაგროვებული სიბინძურე თავისუფლებაში გამოავლინეთ ბევრმა.

ახლანდელი ოცნების 99 პროცენტს ვერ გილოცავთ, რადგან არ ვიცი 2012 წელს ნაცების რომელ კუთხეში იჯექით.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.