პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"14 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლო და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი" - დავით მათიკაშვილი

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წელი გავიდა. მმართველი გუნდი განვლილ პერიოდს აჯამებს და აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნებით ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა და მშვიდობა დაიწყო.

"14 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლო და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი" - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

14 წელი გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 55% მოიპოვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ეს არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. "ქართული ოცნება" განვლილ 14 წელს აჯამებს, საუბრობს გამოწვევებსა და წარმატებებზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უცვლელ პოლიტიკას საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხეს, რის შემდეგაც, მისი შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და 14 წლიანი მშვიდობა დაიწყო.

"14 წლის წინ, 1 ოქტომბერს, კარდინალური ცვლილებები განხორციელდა ჩვენს უახლეს ისტორიაში, მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლო და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი.

ამით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" დამანგრეველი ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა, დაიწყო ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, რამაც ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს თანამოქალაქეებს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოდავით მათიკაშვილი – 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა არჩევნებში სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დაამარცხეს, რომ არა ივანიშვილისა და ხალხის თავგანწირული ბრძოლა, უმძიმესი შედეგები გვექნებოდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით მათიკაშვილი - 14 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლეს და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხეს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"14 წელი გამარჯვებიდან" - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 14 წელის გასვლას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები