ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტრო

ველისციხის საჯარო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მშობლებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, პარალელურად კი ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი მომზადდება.

მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება
მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგებაინტერპრესნიუსი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეორე დღეს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეების მშობლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი შეხვდნენ.

საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არსებულ საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რომელიც ერთ თვეში დასრულდება და მოსწავლეები დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.

ამასთან, პარალელურად მომზადდება ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი. მშენებლობას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.