,,არავის აქვს უფლება, 500 ბავშვს განათლების მიღების უფლება წაართვას!“ – ხვალ ველისციხის შესასვლელში მშობლები შეიკრიბებიან
ველისციხის საჯარო სკოლის დახურვისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, სადაც 500 მოსწავლე სკოლის გარეშეა დარჩენილი, მშობლები და მასწავლებლები საპროტესტო აქციას აანონსებენ. ისინი ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის წარდგენას და ტრანსპორტირების ან სხვა უსაფრთხო ალტერნატივის დროულად უზრუნველყოფას ითხოვენ.

ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ხვალ საპროტესტო აქციას აანონსებენ. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს:
,,გამარჯობა მეგობრებო
საგანგაშო ვითარება სკოლაში –
მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას!
მეგობრებო, როგორც იცით, სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩვენი სკოლა დაიხურა.
მიზეზად დასახელდა შენობის სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოები. თავდაპირველად საუბარი იყო 500 მოსწავლის ალტერნატიულ, 10 კილომეტრის დაშორებით მდებარე სკოლაში გადაყვანაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსპორტირების ორგანიზებაც ვერ ხერხდება.
დღესდღეობით ბავშვები ფაქტობრივად სკოლის გარეშე არიან დარჩენილები. დისტანციური სწავლება ფაქტიურად ვერ ხერხდება და ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან განათლებას და სასწავლო პროცესი რეალურად ჩაშლილია.
დღეს დამიკავშირდნენ შეწუხებული მშობლები და მასწავლებლები. მათთან კონსულტაციითა და საერთო გადაწყვეტილებით, ვაანონსებთ საპროტესტო აქციას!
ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:
სასწრაფოდ დაიდოს შენობის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა — რამდენად საჭიროებს სკოლა რეაბილიტაციას და კონკრეტულად რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი.
შემუშავდეს ქმედითი ალტერნატივა — თუ შენობაში სწავლა შეუძლებელია, დროულად უზრუნველყონ ტრანსპორტირება ან მოიძებნოს სხვა უსაფრთხო, რეალური გამოსავალი, რათა ბავშვებმა დაუყოვნებლივ განაახლონ საკლასო ოთახებში სწავლა.
არავის აქვს უფლება, საორგანიზაციო ხარვეზების გამო 500 ბავშვს განათლების მიღების უფლება წაართვას!
ამიტომ ხვალ 30.09.2026. 2 საათზე
ველისციხის შემოსასვლელში ვიკრიბებით
ყველა მშობელი.
მოვუწოდებთ ყველა მშობელს, მასწავლებელსა და გულშემატკივარს — დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების მომავლისთვის!
#განათლებახელმისაწვდომია #დაუბრუნეთბავშვებსსკოლა #მშობლებისხმა
პატივისცემით გოგი
ველისციხე
29.09.2026.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…