პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენმ აცხადებს, რომ შსს-ს უარის მიუხედავად რიყის დოქებთან აქციას გამართავს

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტრო

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს უარისა, პარტია პირველ ოქტომბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე, რიყის დოქებთან აქციას მაინც გამართავს.

ენმ აცხადებს, რომ შსს-ს უარის მიუხედავად რიყის დოქებთან აქციას გამართავს
ნეტგაზეთი

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ოქტომბერს, „რიყის დოქებთან“ აქციის ჩატარებაზე უარი უთხრათ, მიუხედავად ამისა, მაინც შეიკრიბებიან.

ამის შესახებ ენმ-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ შსს-გან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე, მისი თავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩატარდეს და თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნა შსს-ს და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერია. რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების, გაძარცვის სიმბოლოდ. ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სააკაშვილის პატიმრობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლების მნიშვნელობას, მის ისტორიულ წვლილს და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობას, კვლავინდებურად გეპატიჟებით, მიუხედავად ტექნიკური დაბრკოლებისა, რომლის შექმნასაც ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკში დაანონსებული აქვს აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიმიუხედავად შსს-ს უარისა, აქცია რიყის დოქებთან მაინც შედგება - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში
  2. ფორმულაოპოზიციურიფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს
  3. ტაბულაოპოზიციურიშსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ - ენმ
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიენმ: შსს-ს უარის მიუხედავად, რიყის პარკში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გავმართავთ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ენმ-მ რიყის პარკში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები