პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელჭექი, გარის გაძლიერება და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება - გაფრთხილება 20-22 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდის შესახებ

20-22 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი და ქარი, რამაც შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს, - აფრთხილებს მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო.

ელჭექი, გარის გაძლიერება და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება - გაფრთხილება 20-22 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდის შესახებ
რუსთავი 2

20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორზე წყლის დონის მატება
  2. ალიაოპოზიციურიამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე ნალექია მოსალოდნელი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარაში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი – სააგენტოს გაფრთხილება ამინდზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები