ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ • POSTV

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველომ პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდზე 8 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ • POSTV
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ • POSTVPOSTV

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდზე, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, 8 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს. გამოფენის ფარგლებში ქართულ და ფრანგულ ტურისტულ კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა.

IFTM Top Resa 2026-ზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.