პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბორნების ახალ სისტემას "კასპიის ხიდს" შექმნიან

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ ინტერმოდალურ ტერმინალსა და ბორნების ახალ სისტემას „კასპიის ხიდს“ შექმნიან. ამასთან, ყაზახეთი 2028 წლისთვის საკონტეინერო გადაზიდვებისთვის 8 ახალ გემს მიიღებს, რომელთაგან ოთხი ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში აშენდება.

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბორნების ახალ სისტემას "კასპიის ხიდს" შექმნიან
BM.GE

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ ინტერმოდალურ ტერმინალსა და ბორნების ახალ სისტემას "კასპიის ხიდს" შექმნიან. ყაზახური სახელმწიფო ფონდის "სამრუკ-ყაზინას" ინფორმაციით, "ყაზახეთის რკინიგზასა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა შეთანხმებას, რომელიც ერთობლივი საწარმოსა და ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალის შექმნის ძირითად პირობებს განსაზღვრავს. პროექტის მთავარი მიზანი კონტეინერული და სხვა სახის სატვირთო გადაზიდვების განვითარებაა, სადაც პრიორიტეტი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ენიჭება.

გარდა ამისა, მხარეებმა გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის - "კასპიის ხიდის" შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს, ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომართ თოყაევის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, უკვე შედგა დოკუმენტების გაცვლის ცერემონია, რომელიც “ყაზახეთის რკინიგზის” შვილობილი კომპანიისთვის KTZ Express Shipping ორი უნივერსალური მშრალი ტვირთმზიდი გემის მშენებლობას ითვალისწინებს. გემების მშენებლობა ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში განხორციელდება და ისინი ტრანსკასპიურ მარშრუტზე ჩაერთვებიან.

ყაზახეთი 2028 წლისთვის საკონტეინერო გადაზიდვებისთვის სულ რვა ახალ გემს ელოდება — ოთხი მათგანი ბაქოში აშენდება, ხოლო დანარჩენი ოთხი — ჩინეთში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები