ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს

სინდისის პატიმრების მშობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიანი აქცია გამართეს და ეთერის დათმობა, ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და სამეურვეო საბჭოს რეაგირება მოითხოვეს. აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მაუწყებელს მათი პროტესტი არ გაუშუქებია და მოთხოვნებზე რეაგირება არ ჰქონია.

ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვესტაბულა

სინდისის პატიმრების მშობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიანი აქცია გამართეს.

მშობლებს საზმაუსთან რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ. ითხოვდნენ ეთერის დათმობას, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას.

აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თქვა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა საინფორმაციო გამოშვებაში მშობლების აქცია, რომელიც საზმაუს შენობასთან 24 საათი იმართებოდა და არც მოთხონებზე ჰქონიათ რეაგირება.

"ჩვენი 24-საათიანი საპროტესტო აქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა. უმოქმედობისა და იგნორირების პოლიტიკის გამო, ეს დღე-ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შავ ლაქად დარჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას მოვითხოვდით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენ მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მეტიც მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა.

24- საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობა, საკუთარი უფლებები და ქვეყნის მომავალი აინტერესებს. თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა იყოს ღია, მაშინ, საჭიროა ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი 24-საათიანი საპროტესტო აქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა. უმოქმედობისა და იგნორირების პოლიტიკის გამო, ეს დღე-ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შავ ლაქად დარჩება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას მოვითხოვდით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენ მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მეტიც მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა. 24- საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობა, საკუთარი უფლებები და ქვეყნის მომავალი აინტერესებს. თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა იყოს ღია, მაშინ, საჭიროა ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა“
ზურაბ ცეცხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.