აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა ეთერის დათმობა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რათა საზოგადოებას დაკავებული შვილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობა და მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სურთ, საზოგადოებას მათი დაკავებული შვილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
მათი თქმით, მსგავსი 24-საათიანი აქცია ივნისშიც გამართეს, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. მათ შორის არიან ზვიად ცეცხლაძისა და გიორგი ტერიშვილის ოჯახის წევრები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.