პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია - 1-ელი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის - 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია 1 ოქტომბრის თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელდა.

ირაკლი კირცხალია - 1-ელი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის - 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა
ინტერპრესნიუსი

14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა - სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1-ელ ოქტომბერს არ დაწყებულა, „მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება“.

„1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ.

14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა. სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო.

„ქართული ოცნებისთვის" ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.

როდესაც 1 ოქტომბერს ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების" ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს.

1 ოქტომბერი გვახსენებს, საიდან დაიწყო ეს გზა. 14 წლის შემდეგ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზა გაგრძელდეს საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - წერს ირაკლი კირცხალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: “1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე,
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კირცხალია – „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი პირველ ოქტომბერს არ დაწყებულა, მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება
  4. ტაბულაოპოზიციურიკირცხალია: 14 წლის წინ ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ ქვეყანა გაერთიანდა
  5. რუსთავი 2სამთავრობო"1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის, ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მომენტი" - ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
14 წელი "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან - რა მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა და როგორ აფასებენ პოლიტიკოსები განვლილს წლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები