პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია – „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი პირველ ოქტომბერს არ დაწყებულა, მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში პირველ ოქტომბერს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს თარიღი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მომენტია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობამ და პასუხისმგებლობამ ქვეყანაში არჩევნების გზით პოლიტიკური ცვლილება შესაძლებელი გახადა.

ირაკლი კირცხალია – „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი პირველ ოქტომბერს არ დაწყებულა, მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება
პირველი არხი

პირველი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა.

„სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო. „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი პირველ ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს. პირველ ოქტომბერს როცა ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს. პირველი ოქტომბერი გვახსენებს, საიდან დაიწყო ეს გზა. 14 წლის შემდეგ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზა გაგრძელდეს საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – წერს კირცხალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: “1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე,
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - 1-ელი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის - 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა
  4. ტაბულაოპოზიციურიკირცხალია: 14 წლის წინ ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ ქვეყანა გაერთიანდა
  5. რუსთავი 2სამთავრობო"1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის, ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მომენტი" - ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა - ირაკლი კირცხალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები