პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე

ქართული ოცნება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში 1 ოქტომბრის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის როლზე, განვლილ წლებზე, სირთულეებსა და წარმატებებზე.

კახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე
იმედინიუსი

14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მისივე თქმით, 14 წლის განმავლობაში მათ ბევრი რამ გამოიარეს, იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები.

„1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო.

ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.

ამ 14 წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარეთ - იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც, მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა, საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი.

მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს!! მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობით ემსახურებით.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ!“, - წერს კალაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა
  2. POSTVსამთავრობოკახა კალაძე: „1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის
  3. რუსთავი 2სამთავრობო14 წლის წინ, ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა - კახა კალაძე
  4. ტაბულაოპოზიციურიკალაძე: 1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
14 წელი "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან - რა მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა და როგორ აფასებენ პოლიტიკოსები განვლილს წლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები