კალაძე: 1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა
კახა კალაძემ 1 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც 2012 წლის არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს. მან განსაკუთრებული როლი მიანიჭა ბიძინა ივანიშვილს და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.

"1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.
14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და ქართულ ოცნებას ქვეყნის მართვა მიანდო.
ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.
ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ - იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა - საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.
ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა.
ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი.
მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
1 ოქტომბერს ვულოცავ ქართული ოცნების დიდ ოჯახს!! მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობით ემსახურებით.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ!
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიკახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე
- პირველი არხიკახა კალაძე – პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა
- POSTVკახა კალაძე: „1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის
- რუსთავი 214 წლის წინ, ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა - კახა კალაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…