თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენებმა ნიკოლოზ და ანასტასია ჩხარტიშვილებმა შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაო ერთეულთა თანრიგშიც დაიმსახურა.

თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
შეჯიბრში 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი.
ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა - ნიკოლოზ და ანასტასია ჩხარტიშვილებმა, შერეულ წყვილთა თანრიგში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაო დაიმსახურა ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ერთეულთა თანრიგშიც.
საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ შეჯიბრის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას ასეთი მაღალი რანგის ორგანიზებისათვის. ზუსტად ამან, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მაღალ დონეზე ვაორგანიზებთ აღნიშნულ ტურნირებს, მოგვცა იმის საშუალება, რომ 2029 წელს ვმასპინძლობთ ევროპის ჩემპიონატს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
ციტატები სტატიიდან
„მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას ასეთი მაღალი რანგის ორგანიზებისათვის. ზუსტად ამან, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მაღალ დონეზე ვაორგანიზებთ აღნიშნულ ტურნირებს, მოგვცა იმის საშუალება, რომ 2029 წელს ვმასპინძლობთ ევროპის ჩემპიონატს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.