ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ისტორიაში პირველად საქართველო ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს

თბილისში ისტორიაში პირველად ვეტერან მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც 70-ამდე ქვეყნის 1429 სპორტსმენი მონაწილეობს. გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც ვეტერან მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

ისტორიაში პირველად საქართველო ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს
ისტორიაში პირველად საქართველო ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობსრუსთავი 2

თბილისში ვეტერან მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ამასთან შალვა გოგოლაძემ ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვეტერან მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ვეტერან სპორტსმენთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი ველიჩკა ჰრისტოვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე ესწრებოდნენ.

ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 70-ამდე ქვეყანა და 1429 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირი 9-იდან 17 ოქტომბრის ჩათვლით „ჰუალინგ პლაზაში“ იმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.