ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღო

ბათუმის მერიამ 2026 წლის ექვს თვეში სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით 11,6 მილიონი ლარი მიიღო. გაზრდილი მომართვიანობის გამო, ბათუმის მერიამ და საკრებულომ ახალი სსიპ-ის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის შექმნას დაუჭირეს მხარი. ახალი უწყების დირექტორად არჩილ გირკელიძე დაინიშნა, ხოლო ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსია გამოცხადებული.

სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღო
სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღობათუმელები

ბათუმში ქაოსური მშენებლობებით გამოწვეული უკმაყოფილების პარალელურად იზრდება ნებართვების სტატისტიკაც, 2026 წლის ორ კვარტალში ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით 11 მილიონ 612 400 ლარი ამოიღო.

წლის ბოლომდე სერიოზულ მატებას ისევ უნდა ველოდოთ, რადგან მერიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი ფასიანი სერვისი შექმნა, ამ სერვისის და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად კი ახალი სიპის დაფუძნებას დაეთანხმა ბათუმის საკრებულო.

მომართვიანობა გაიზარდა – ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალ სსიპ-ს ქმნის

სსიპის დაფუძნების აუცილებლობას მერია ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში შესული განაცხადების სიმრავლით ხსნიდა და აცხადებდა, რომ მათ შესწავლას ვერ აუდიან. გარდა ამისა, „გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრის დასაქმებას შევძლებთ და საქმესაც გადავანაწილებთო“, – წერდა პროექტის განმარტებით ბარათში მერიის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე.

მერიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, უკვე შექმნილია სსიპი, რომელსაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური დაარქვეს. მისი დირექტორია არჩილ გირკელიძე, რომელიც მანამდე მერიაში ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სსიპის შექმნასთან დაკავშირებული პროექტის განმარტებით ბარათში მერია სპეციალისტებისთვის ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზეც საუბროდა.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი საკრებულოს წერდა, რომ მერია არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოზიდვას ვერ ახერხებს დაბალი ანაზღაურების გამო. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ამ სფეროში დასაქმებულებს კერძო სექტორში გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.

ახალი სსიპის დასაკომპლექტებლად მერიას ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს 16 პოზიციაზე. აპლიკანტებისგან მერია არქიტექტურის, მშენებლობისა და დიზაინის სფეროში მინიმუმ ერთწლიან გამოცდილებას ითხოვს.

კონკურსის პირობების მიხედვით, პირველი კატეგორიის სპეციალისტის მერია ხელფასის სახით 4480 ლარს, ხოლო მეორე კატეგორიის სპეციალისტებს 3520 ლარს შესთავაზებს; მესამე კატეგორიის სპეცისლისტის ხელფასი კი 2880 ლარი იქნება. განყოფილების უფროსის ხელფასი 6400 ლარი იქნება.

განაცხადების მიღება 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს, კონკურსი სამეტაპიანია, რაც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებას და გასაუბრებას მოიცავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრის დასაქმებას შევძლებთ და საქმესაც გადავანაწილებთო“
მარიამ ხაზარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.