ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემები

2026 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ბათუმის ბიუჯეტის სხვა შემოსავლების ნაწილში გეგმაზე მეტი, 75 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. შემოსავლების ძირითადი ნაწილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებმა, საჯარიმო სანქციებმა და მშენებლობის ნებართვების მოსაკრებლებმა შეადგინა, ხოლო დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება გეგმას ჩამორჩა.

ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემები
ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემებიბათუმელები

2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშის მიხედვით 6 თვეში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 30 მილიონი ლარით მეტი შევიდა, საპროგნოზო მოცულობა 55 მილიონ 920 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 75 მილიონ 287 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 134.6% .

„სხვა შემოსავლები“ ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლების და საჯარიმო სანქციების შედეგად ასახულ გადასახადებს აერთიანებს და ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 30.0%-ს შეადგენს.

2026 წლის ორ კვარტალში „სხვა შემოსავლებში“ ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და სახდელების სახით 50 მილიონ 316 300 ლარი აისახა.

მათ შორის ყველაზე მეტი, 35 მილიონ 125 700 ლარი ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით აისახა, რაც კვარტალური გეგმის 98 პროცენტია.

სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით 6 თვეში, ბიუჯეტში მობილიზებულია 14 მილიონ 280 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულება 185.2% პროცენტია.

ჯარიმები ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშში დიფერენცირებული არ არის. მსგავსი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ წინა წლის მონაცემების შეჯამების შემდეგ, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნდება ანგარიშის სახით, რომელსაც ბათუმის მერია საკრებულოს წარუდგენს.

გასული წლის ანგარიშის გათვალისიწნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი ჯარიმებით შეგროვდება.

მოსაკრებელმა მშენებლობის ნებართვაზე 6 თვეში 11 მილიონ 612 400 ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით წლის ბოლომდე სერიოზულ მატებას ისევ უნდა ველოდოთ, რადგან მერიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი ფასიანი სერვისი შექმნა, ამ სერვისის და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გასაწევად კი ახალი სიპის დაფუძნებას დაეთანხმა ბათუმის საკრებულო.

ამავე თემაზე: მომართვიანობა გაიზარდა – ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალ სსიპ-ს ქმნის

მერიას ისევ უჭირს დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. ამჯერად ბიუჯეტში 2 მილიონ 640 200 ლარი აისახა, რაც ორი კვარტლის გეგმის, 4 მილიონი ლარის 66 პროცენტია.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები